რუსთავში, მეტალურგიული ქარხნი სტერიტორიაზე რუსთავის ფოლადის თანამშრომლებისთვის"პსპ დაზღვევის" სამედიცინო ცენტრი გაიხსნა.
სამედიცინო ცენტრის მიზანია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებისთვის კომფორტული სადაზღვევო პირობების შექმნა.
ამ ცენტრის გახსნით ქარხნის ტერიტორიაზე პსპ-ს დაზღვეული რუსთავის ფოლადის თითოეული თანამშრომლისთვის ტერიტორიიდან გაუსვლელად ხელმისაწვდომი იქნება ოაჯხის ექიმის, კარდიოლოგის, ექოსკოპისტის, გადაუდებელი დახმარების ექიმის, ნევროლოგის და ყველა სპეციალობის მოწვეული ექიმის და ლაბორანტის მომსახურება; პსპ დაზღვევის სამედიცინო ცენტრში არის საკონსულტაციო ოთახი, ექოსკოპიის და ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტი, სამანიპულაციო, ლაბორატორია.