შიდსმა საქართველოშო ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა ოფიციალურად უკვე დაადასტურა.
გარდაცვლილთა შორის ორი ქალია. ოთხივე შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა იყო. ექიმები აცხადებენ, რომ შიდსის ცენტრს პაციენტებმა ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მიაკითხეს და ამ დროს მათთვის სიცოცხლის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები საგანგაში სტატისტიკაზე საუბრობენ. წელს შიდსის100 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული - აქედან 36 ლეტალური შედეგია. მედიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ გახშირებულია შიდსის სქესობრივი გზით გადადების შემთხვევები, აქამდე დაავადებულები ძირითადად ინტრავენული გზით ავადდებოდნენ.