სარემონტო სამუშაოს გამო, დღეს, 20 მარტს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება საქნავთობის (ნაწილობრივ) და ლილოს (ნაწილობრივ) დასახლებების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.