დღეს, 20 მარტს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია კონცერტს გამართავს.
კონცერტზე მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტა" ორ მოქმედებად იქნება წარმოდგენილი.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სტუდენტები.
დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე, დირიჟორი - გოგი ჭიჭინაძე და დამდგმელი რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე.