მსოფლიო კრიზისის ზღვარზეა, რაც ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების მდგრადობითაა გამოწვეული, განაცხადა კოპენჰაგენის კონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარგარეტ ჩენმა. ამის შესახებ The Telegraph იუწყება.
ჩენის განმარტებით, კაცობრიობას, საქმე აქვს იმ დონის ანტიბიოტიკურ მდგრადობასთან, რომ ეს სიტუაცია შეიძლება ნიშნავდეს "იმ მედიცინის დასასრულს, როგორიც ჩვენ ვიცით ", ჩვენ "პოსტ-ანტიბიოტიკურ ეპოქაში" შევდივართ „- აღნიშნა ჩენმა.
მისივე განმარტებით, როდესმე შექმნილი თითოეული ანტიბიოტიკი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. ექიმები კარგავენ "პირველი რიგის ანტიბიოტიკებს". შედეგად, ადრე არსებული რუტინული მანიპულაციები, უბრალოდ შეუძლებელი ხდება. ეს თანაბრად ეხება ისეთი ინფექციების მკურნალობას როგორიცაა ტუბერკულოზი ან მალარია, ასევე ჭრილობის ბანალურ, ქირურგიულ დამუშავებას.
„პრეპარატები, რომლებმაც შეცვალეს აქტიურობა დაკარგული ანტიბიოტიკები, სულ უფრო ძვირი ხდება, ხოლო იგივე ეფექტის მისაღწევად, აუცილებელია მკურნალობის ხანგრძლივი კურსი. ისეთი ჩვეულებრივი,რამ როგორიცაა ანგინა ან განაკაწრი მუხლზე, ბავშვებში კვლავ სასიკვდილო საფრთხე გახდება."- განაცხადა ჩენმა.
პაციენტების სიკვდილიანობა, რომლებიც ინფიცირებული არიან მიკროორგანიზმის ანტიბიოტიკური მდგრადობის შტამებით ზოგიერთ შემთხვევაში 50 %-ით გაიზარდა. ამასთან, ნაკლებად გავრცელებული ანტიბიოტიკების გამოყენება ხშირად ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს,რაც პაციენტის ორგანიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას უკავშირდება და ყოველთვის ძვირია.
ამ კრიზისისთვის პირობები ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა-აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მისთვის მთავარ მიზეზს ანტიბაქტერიული პრეპარატების არაკორექტული გამოყენება წარმოადგენს, რომელიც არასწორად შეირჩევა,ხშირად ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიიღება.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ანბიოტიკორეზიზსტულ კვლევებს . "არასაკმარისი სახსრები ექიმებისგან ინოვაციებს მოითხოვს", - ნათქვამია განცხადებაში