საპრივატიზაციო ფასის გადახდის ნაცვლად, ქონების გაცვლა გახდა შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტმა დღეს "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები დაამტკიცა.
კანონმდებლობის თანახმად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად შესაძლებელია მოხდეს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა). ამასთან, თვითმმართველი ერთეულის საკრებულო (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო) უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, ავტონომიური რესპუბლიკისათვის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.