დღეს, პოლიტიკური პარტიის „განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ნანა გულუამ და ლიდერებმა პატივი მიაგეს ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს დიდების მემორიალი.
„ჩვენი პარტიის შექმნის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაა. ჩვენ განსაკუთრებული ტკივილით ვატარებთ ჩვენს გულებში იმ ბიჭების ხსოვნას, ვინც უანგაროდ გასწირა თავი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვსი. ვისაც ახსოვს აფხაზეთი ომი, არასოდეს დაავიწყდება 16 მარტი, რომელიც ბრძოლების განსაკუთრებული ინტენსივობითა და ქართველი გმირების თავგანწირვით გამოირჩეოდა. ჩვენი ბიჭები შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ და არაფერი დაიშურეს სოხუმის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ 20 წელია აფხაზეთში აღარ ვყოფილვართ.
ჩვენ ვალდებულნი ვართ მათი ხსოვნისა და ნათელი სულების წინაშე ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გავაერთიანოთ და გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და ამით ხორცი შევასხათ მათ ოცნებას მომავალი თაობების წინაშე. ამ ბიჭების სურვილი იყო, არც ერთი მტკაველი მიწა არ დაეთმოთ მტრისათვის და არასოდეს დაეშვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ნანა გულუამ.