ხვალ, 17 მარტს, 17:00 საათზე, თბილისი არტ ჰოლში (ცოტნე დადიანის 26) გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი "გადავარჩინოთ ლუკა".
კონცერტში მონაწილეობენ ნიკოლშოუ, ქართული ხმები, დავით არჩვაძე, ნოდიკო ტატიშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ლაშა ღლონტი და ქართული ესტრადის სხვა წარმომადგენლები.
კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება 2 წლის ლუკა ლომიძის ანგარიშზე. ბავშვს რამდენიმე თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, გაუკეთდა 2 ოპერაცია, მაგრამ საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის სჭირდება მკურნალობის კურსი გერმანულ კლინიკაში, რისთვისაც თანხის მოზიდვას სოციალური ქსელების მომხმარებლები ცდილობენ. უპრეცედენტო ინტერნეტაქციით უკვე შეგროვდა დაახლოებით 20 000 $.
ექიმები ბავშვს სრული გამოჯანმრთელების თითმის 100-პროცენტიან შანსს აძლევენ, თუკი მკურნალობა დროულად ჩაუტარდება.კონცერტი ამ მიზანს ემსახურება.
ბილეთის ფასია 12 ლარი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია არტჰოლის სალაროებში.