"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და მთავარი საბჭოს წევრებმა პატივი მიაგეს 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმის მისადგომებთან დაღუპული ბიჭების ხსოვნას.
"დემოკრატიული მოძრაობა" პატივს მიაგებს 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შეტევის დროს დაღუპული ბიჭების ხსოვნას. ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდნენ მშობლიური ქალაქის მისადგომებს და ყველა ამ გმირის თავდადება და თავგანწირვა საკუთარი სამშობლოსათვის, მუდამ დარჩება საქართველოს ისტორიაში. მათ გმირობაზე აღიზრდებიან მომავალი თაობები!ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ სულ მალე ქვეყანაში მოვა ეროვნული ფასეულობების მატარებელი ხელისუფლება, რომელიც რეალურად იქნება ხალხის ნების გამომხატველი, გაატარებს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკას და აღარასოდეს დაუშვებს ძმათამკვლელ ტრაგედიას ქვეყანაში", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ.
„დემოკრატიული მოძრაობა" კატეგორიულად მოითხოვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, საკადრისი პატივი მიაგოს აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს და მუდმივი ყურადღება გამოიჩინოს სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების მიმართ.