ENG / RUS       12+

გოგი თოფაძე: საბოლოო ჯამში, ნინო ბურჯანაძის პოტენციალი გამოყენებული იქნება

რესპოდენტის შესახებ

"ქართული ოცნების" რიგები კიდევ ფართოვდა. მას უკვე "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი გოგი თოფაძე შეუერთდა. რატომ გადაწყვიტა, ბიზნესმენმა ივანიშვილთან ურთიერთობა და რას ფიქრობს, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე "ჯი-ეიჩ-ენს" გოგი თოფაძე ესუბრა.

_ ბატონო გოგი, როგორ შეაფასებთ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. რა შეცვალა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ ?

_ ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპექტრი იმდენად დისკრედიტირებული იყო, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ახალი ძალა უნდა გამოჩენილიყო. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ დროულად შემოვიდა პოლიტიკაში, არა მხოლოდ მძლავრი ფინანსური რესურსით, არამედ თავისი საქმიანობით, მოღვაწეობით. საარჩევნო გარემოს შესაცვლელად ოპოზიციას, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდა ცალსახა იყო. ამიტომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ ხალხში უკეთესობის იმედი გააჩინა. რაც არ უნდა დააბრალონ მას და მის ოჯახს საკმაოდ კარგად ვიცნობ ივანიშვილს და ვიცი, მათ საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთის გარდა, არაფერი უნდათ. ბიზნესმენის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, ხელისუფლებას აღელვება, ისტერიკები უკვე დაიეტყო. იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის სახით, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ.Aამიტომ ებრძვის ვანდალური, ტირანული მეთოდებით მმართველი ძალა ახალ პოლიტიკურ გუნდს.

_ დიდი დრო დაგჭირდათ იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების გადაწყვეტილება მიგეღოთ. რა იყო თქვენი ერთგვარი ტაიმ-აუტის მიზეზი, მოვლენების განვითარებას ელოდებოდით?

_ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ მზად ვიყავი მასთან მეთანამშრომლა. იმას რასაც დაახლოებით 15 წელია ვქადაგებთ "მრეწველები" და ჩემი გარემოცვა, რომ ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია მრეწყველოელობის, სოფლის მეორნეობის განვითარება ბიძინა ივანისვილსაც იგივე კური აქვს არჩეული. ცხადია, ამ ფაქტორმა ჩემი გადაწყვეტილების მიღებაზე, იმოქმედა. თავად ბიძინა ივანიშვილიც გამიფრთხილდა, რადგან იცოდა, ხელისუფლებას ჩემი მისამართით, შესაძლოა, სერიოზული რეპრესიები დაეწყო. მე, პირადად კარგად ვიცი ხელისუფლების მოქმედების მეთოდები. ჩვევნ კომპანიას ხელისუფლებასთან მაინცდამაინს თბილი ურთიერთობა არ გვაქვს და ამიტომაც ვიკავებდი თავს.

_ რა ფორმით მოხდება თქვენი პარტიაში გაწევრიანება, პარტიულად, თუ ინდივიდუალურად?

_ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, როგორ, რა ფორმით ვითანამშრომლებთ ბიძინა ივანიშვლთან. თუმცა მის გვერდით რომ ვიქნები ცალსახაა. ჩვენ არავიზე ნაკლები ძალა არ ვართ, ვიყოთ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები, ამიტომ ეს პოლიტიკური ნიუანსები და დეტალები რამდენიმე დღეში გაირკვევა.

_ ის მეთოდები, რასაც ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყენებს, ერთ დროს Yთქვენი მისამართითაც გამოიყენა. არ გეშინიათ, რომ იგივე განმეორდეს და ხელისუფლებამ თქვენი მისამართით კვლავ რეპრესიული მანქანა აამუშაოს?

_ "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა". ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება და დღეს საკუთარ ნაჭუჭში ჯდომა დიდ სისულელედ მიმაჩნია. გაჩნდა შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო გადავარჩინოთ, ამიტომ ეს შანსი ქართველმა ხალხმა აუცილებლათ უნდა გამოიყენოს. ივანიშვილი იოლად წასაქცევი კაცი არაა. თქვენ ნახეთ, როგორ მიიღო დიპლომატიურმა კორპუსმაა ივანიშვილი, რაც ნიშნავს, იმას რომ დასავლეთმა კარგად იცის რა ხდება საქართველოში. ხელისუფლების ილუზიების დემკრატიული ფასეულობისა და პრინციპების შესახებ, დღეს უკვე აღარავის სჯერა.

_ რას ფიქრობთ, კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებზე, რამდენად მიზანშეწონლად მიიჩნევთ იმას, რასაც კონტროლის პალატა ახორციელებს?

_ კონტროლის პალატას არ აქვს უფლება კერძო პირები შეამოწმოს, ამით ხომ სასაცილო მდგომარეობაში იყენებს თავს. სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველაფრეს აკეთებს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეზღუდონ.

_ დღემდე ნინო ბურჯანაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის კოორდინირება ვერ მოხერხდა. თქვენი აზრით, რა არის მიზეზი და, შეასაძლოა, მომავალში მათი გაერთიანება მოხერხდეს?

_ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს დიდ პატივს ვცემ, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, თუმცა არ ვიცი რატომ ვერ მოხერხდა ივანიშვილსა და ბურჯანაძეს შორის კოორდინირება. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში ნინო ბურჯანაძის პოტენციალი გამოყენებული იქნება იმ საქმეში რასაც ,,ქართული ოცნება"აკეთებს.

_ არის საუბარი იმაზეც, რომ "ქართული ოცნებას" ქვეყნაში რეალური ცვლილებების განსახორციელებლად სათანადო პოტენციალი არ გააჩნია...

_ "ქართული ოცნების" მუშაობაში რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება იქნება ეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენილი, თუ საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, სპორტსმენი, უკეთესი იქნება. კოალიციის მუშაობას და შანსებს, რაც შეეხება აქ ბიძინას ფაქტორი გადამწყვეტი იქნება. ვფიქრობ, ძალიან მალე "ქართული ოცნების" ირგვლივ, ბევრი ახალი სახე გამოჩნდება, ვისაც აღარ ექნება შიში და ექნება სურვილი დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფოს შექმნის.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ რუსეთიდან-საქართველოში ვალერი გელბახიანი ბიძინა ივანიშვილთან დასაპირისპირებლად ჩამოიყვანა. რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ ეს ინფორმაცია?

_ ვალერი გელბახიანი არაა ისეთი პერსონა, რომ დაუპირისპირდეს ბიძინა ივანიშვილს. თუ ეს სიმართლეა და ხელისუფლებას ივანიშვილთან დასაპირისპირებლად სხვა სათანადო ბერკეტი არ გააჩნია, მაგათი საქმე მართლაც ცუდათ ყოფილა.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .