ნესტან კირთაძემ ბელგიის ქალაქ ლოვენის მერს, ლიოს ტობაკს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. "გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ შვეიცარიაში ვალეს კანტონში მომხადი უდიდესი ტრაგედიის გამო, სადაც დაუღუპნენ თქვენი მოქალაქეები, მათ შორის ქ. ლოვენის ჰევერლის სანტ. ალბერტის სკოლის 22 მოწაფე. სამძიმარს გიცხადებთ საქართველოდან სამოქალაქო მოძრაობა
"ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" სახელით, აგრეთვე თქვენს ქალაქში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების და "ქართულ-ბელგიური სახსლი" სახელით. გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი, გითანაგრძნობთ ყველა თქვენგანს, განსაკუთრებით კი დაღუპულთა ოჯახებს" , - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დროს ნესტან კირთაძე ქ. ლოვენს დამ ის ადმინისტრაციასაც სტუმრობდა და შექმნა "ქართულ-ბელგიური სახლის" დაარსების საინიციატივო ჯგუფი.