ავღანეთი აშშ-სგან თავისი ჯარისკაცების იზოლირებას მოითხოვს და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების ახალ ვერსიებზე საუბრობს. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ პენტაგონს რესპუბლიკაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების ბაზებზე გაყვანა და ზოგადად ქვეყნიდან მათი გასვლის დაჩქარებისკენ მოუწოდა.
ამასთან ერთად ავღანეთის ხელისუფლება ასევე გამოთქვამს ეჭვს, რომ მშვიდობიანი ავღანელების მკვლელობაში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ჰამიდ ყარზაიმ ავღანეთში ჩასული პენტაგონის უფროსისგან ლეონ პანეტასგან ავღანეთის სოფლებიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
"საერთაშორისო ძალების წარმომადგენლებმა ავღანურ სოფლებში თავიანითი ბლოკ-პოსტები უნდა დატოვონ და ბაზებზე უნდა დაბრუნდნენ", _ განაცხადა ყარზაიმ და აღნიშნა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთი დაგეგმილზე ერთი წლით ადრე უნდა დატოვონ ანუ უკვე 2013 წელს.