შვეიცარიის ქალაქ სერთან ავტოავარიაში დაღუპული 28 ადამიანის, მათ შორის 22 ბავშვის დაღუვის გამო ბელგიის მთავრობამ 16 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა. ქვეყანაში ყველა სამთავრობო დაწესებულებაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
შვეიცარიიდან ბრიუსელში უკვე გაემგზავრა ავტოავარიის შემდეგ გადარჩენილი 8 ბავშვი. ისინი ბრიუსელის მახლობლად სამხედრო აეროდრომზე ჩაიყვანეს, რის შემდეგაც სახლებში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ამოცნობილია 19 ცხედარი. გარდაცვლილთა გადასვენება ბელგიაში, სავარაუდოდ, დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ სერთან მდებარე გვირაბში ავტობუსი, რომელშიც 52 ადამიანი იმყოფებოდა ავარიაში მოყვა. გარდაიცვალა 28 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი. 24-მა სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
ავარიიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.