ინფექციურ საავადმყოფოში ბოტულიზმის დიაგნოზით მცხეთის მცხოვრები 50 წლის ქალი მოათავსეს.
პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ექიმების თქმით, ავადმყოფის მდგომარეობა უმძიმესია. პაციენტის ახლობლების ინფორმაციით, იგი ოჯახის პირობებში დამზადებული კონსერვით მოიწამლა.