დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა გმობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან სტუდენტებზე განხორციელებულ ძალადობას, როდესაც, მათი განცხადებით, თსუ-ის სამ სტუდენტს: ზვიად მამფორიას, გიორგი კობალეიშვილსა და ბექა უსტარაშვილს საკუთარ ბლოგზე ხელისუფლების მიერ შექმნილი კლიშეებისგან განსხვავებული პოზიციის გამო, თსუ-ის ე.წ. თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ჩვენ, "დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრათა, ვგმობთ აღნიშნულ ქმედებას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ე.წ. თვითმმართველობები უნივერსიტეტებში ფიქტიურ ხასიათს ატარებს და რეალურად ნაცმოძრაობის ფილიალებს წარმოადგენს. მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, ხმა აიმაღლოს უსამართლობის და ძალადობის წინააღმდეგ,რაც დღეს სუფევს მრავალ უმაღლეს სასწავლებელში,განსაკუთრებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწორედ სტუდენტთა ერთობაა იმის საწინდარი, რომ ხვალ ქვეყანაში რეალურად ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლები, გვქონდეს.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს "დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის არაერთ მოწოდებას, ყველა ახალგაზრდა გაერთიანდეს, რადგან მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი დავიცვათ საკუთარი უფლებები და გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო არსებული რეჟიმის დამღუპველი პოლიტიკისგან.