"ცენტრ-პოინტისა,, და "დექსუსის" მიერ დაზარალებულმა მენაშენეებმა შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. ამის შესახებ დაზარალებულმა პირებმა დღეს პარლამენტში ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრებთან შეხვედრაზე განაცხადეს.
როგორც დაზარალებული მენაშენეები აცხადებენ, ,,ცენტრ-პოინტისა,, და "დექსუსის" ფინანსური მაქინაციების შედეგად, 30 000 ადამიანი ფაქტიურად უსახლკაროდ დარჩა.
დაზარალებულების განცხადებით, სამშენებლო კომპანიის წინაშე, საერთო მოცულობით 310 მილიონი დოლარი, სრულად გასტუმრებული აქვთ და ხელშეკრულებების თანახმად, შესაბამისი ფართები 2007 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ჩაბარებოდათ.
,,როგორც ხელშეკრულებასი იყო, თითო კვადრატულ მეტრზე 650-700 დოლარი გადავიხადეთ, კომპანია არ გვეუბნება მიზეზს, თუ რატომ არა არის მათი მხრიდან პირობა შესრულებული. 2010 წლის სექტემბრიდან, სამშენებლო კომპანიის მმართველობაში "დექსუსი" შემოვიდა, რომელმაც ასაშენებელი 25 ობიექტიდან მხოლოდ 7-ის მშენებლობა დაასრულა. 18 ობიექტის ბედი დღემდე გაურკვეველია"- განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მარინე კორძაძემ.
მისივე თქმით, ,,დექსუსმა,, 2011 წლიდან მენაშენეთა წინააღმდეგ ახალი ,,თაღლითური სქემა,, აამოქმედა და მენაშენეებისათვის ფართების გადაცემის სანაცვლოდ, უკვე დაფარული თანხის 18 % და თითო კვადრატულ მეტრზე 100 დოლარი მოსთხოვა.
დაზარალებულები აღნიშნულ ფაქტებზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. მათი განცხადებით, თუ ისინი სამართალს ადგილობრივ სასამართლოში ვერ იპოვიან, თავიანთი უფლებების დასაცავად ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართავენ.