"დემოკრატიული მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შვეიცარიაში, ვალეს კანტონში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ბელგიისა და ჰოლანდიის 28 მოქალაქე, მათ შორის, 22 მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
"ჩვენ ვიზიარებთ ბელგიელი და ჰოლანდიელი ხალხის მწუხარებას და თანადგომასა და თანაგრძნობას უცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია სამძიმრის განცხადებაში.