მხუთავი აირით თბილისში კიდევ ერთი ადამიანი მოიწამლა. 44 წლის ზაზა ნებიერიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევა წუხელ გლდანის მესამე მიკრორაიონში გვიან ღამით მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, CO სახლში წყლის გამათბობლიდან დაგროვდა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.