ხვალ, 15 მარტს, 18:00 საათზე, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია წარმოადგენს დიალოგების II სერიას, თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები /დისკუსიები საზოგადოებასთან - სერიიდან პირველი დიალოგი: ქალაქი და თანამონაწილეობა.
დისკუსია შეეხება ერთ-ერთ პრობლემატურ თემას ურბანულ სივრცეში, როგორიცაა მოქალაქეთა მონაწილეობა სივრცის დაგეგმვის, განკარგვისა თუ ტრანსფორმაციის დროს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. საუბრისას ძირითადი აქცენტები გაკეთდება მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობებზე ქალაქის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მოხდება საერთაშორისო კონვენციების (მაგ., ორჰუსის კონვენცია) და ეროვნული კანონმდებლობის მიმოხილვა, ეროვნულ დონეზე ძირითადი პრობლემების და საჭიროებების გამოყოფა.
დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები. აღნიშნულ თემაზე პროფესიული თვალსაზრისი წარმოადგენილი იქნება როგორც არქიტექტურული, ასევე სამართლებრივი კუთხით.