მარიამ მახნიაშვილს შაბათს კანადაში დაკრძალავენ. გამოცემასთან საუბარში მახნიაშვილის დედამ თქვა, რომ ამ დროისთვის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული დეტალები ზუსტდება.
ლელა ტაბიძე ადვოკატის მეშვეობით დაკავებულ მეუღლესთან შეხვედრას, დაკრძალვის დღეს კი მისი რამდენიმე საათით ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს.
მარიამ მახნიაშვილის ცხედარი სამწლიანი ძებნის შემდეგ ხიდის ქვეშ იპოვეს. 17 წლის გოგონა 2009 წლის 14 სექტემბერს დაიკარგა. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლიციამ 5 000 ადამიანი დაკითხა.