წყლის გამაცხელებლიდან გამოჟონილი CO-თი თემქაზე ორი გოგონა მოიწამლა. 18 და 19 წლის გოგონები ძლიერი ინტოქსიკაციით კლინიკაში დღეს გამთენიისას მიიყვანეს. ერთ-ერთმა გოგონამ სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირება მოასწრო.
მეორემ კი გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად, გონება დაკარგა და იატაკზე დაცემისას ცხვირი დაუზიანდა.