ხვალ, 15 მარტს, ხუთშაბათს 18.00 საათზე თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში - გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია წარმოგიდგენთ - დიალოგების II სერიას თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები /დისკუსიები საზოგადოებასთან - სერიიდან პირველი დიალოგი: ქალაქი და თანამონაწილეობა.
დისკუსია შეეხება ერთ-ერთ პრობლემატურ თემას ურბანულ სივრცეში, როგორიცაა მოქალაქეთა მონაწილეობა სივრცის დაგეგმვის, განკარგვისა თუ ტრანსფორმაციის დროს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. საუბრისას ძირითადი აქცენტები გაკეთდება მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობებზე ქალაქის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მოხდება საერთაშორისო კონვენციების (მაგ. ორჰუსის კონვენცია) და ეროვნული კანონმდებლობის მიმოხილვა, ეროვნულ დონეზე ძირითადი პრობლემების და საჭიროებების გამოყოფა. ასევე მოხდება კონკრეტული შემთხვევების განხილვა - ცალკეული შენობების, სივრცეების ბედით დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფების მცდელობები გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენისათვის.
დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები. აღნიშნულ თემაზე პროფესიული თვალსაზრისი წარმოადგენილი იქნება, როგორც არქიტექტურული, ასევე სამართლებრივი კუთხითაც.
მოდერატორი რუსუდან მირზიკაშვილი - ურბანრეაქტორი
სტუმრები:დავით ზარდიაშვილი - იურისტი; თამარ ამაშუკელი - თბილისის ჰამქარი; ნატო ცინცაბაძე - არქიტექტორ-რესტავრატორ/ ICOMOS საქართველო; მარინა ხატიაშვილი - ხელოვნებათმცოდნე.