პეტერბურგის ხელისუფლება ქალაქის ცენტრში პეტრე ბაგრატიონის ძეგლის დადგმას გეგმავს. ქალაქის ადმინისტრაცია ძეგლის დადგმის იდეას რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილავდა.
ძეგლი მარატის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაიდგმება. ზაფხულში სკვერს განაახლებენ და გაამწვანებენ. ძეგლის საზეიმო გახსნა სექტემბერში იგეგმება. მომავალი ქანდაკების ესკიზი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.
პეტერბურგის ხელისუფლებას ძეგლის დადგმა ჯერ კიდევ 2009 წელს სურდა. გაიმართა კონკურსიც, სადაც სკულპტორთა ჯგუფმა - ნიაზმურატ ანანუროვის, იან ნეიმანისა და არქიტექტორ გიორგი ჩებოგაშევის შემადგენლობით გაიმარჯვა, თუმცა ძეგლი მაშინ არ დაუდგამთ.
2012 წლის თებერვალში კულტურული მემკვიდერობის დაცვის საბჭო გენერლის ძეგლზე კვლავ ალაპარაკდა. ძეგლის გახსნა 7 სექტემბერს ბოროდინოს ბრძოლის აღსანიშნავ დღესასწაულს დაემთხვევა. რუსეთი წელს ნაპოლეონთან ომის 200 წლისთავს აღნიშნავს.