ავჭალაში 18 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მე 12 კლასელი უჩა ლაბაძეა. იგი სარკინიგზო ლიანდაგთან რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იპოვეს. დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა გუშინ საღამოს გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.
ამის შესახებ მათ პოლიციას აცნობეს. წინასწარი ვერსიით ახალგაზრდის გარდაცვალება უბედური შემთხვევის შედეგია. სავარაუდოდ მან უამინდობის გამო მატარებელი ვერ შენიშნა. ადგილზე კრიმინალისტები და ექსპერტები მუშაობენ.