სეპარატისტული აფხაზეთი შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საშტაბო სწავლებები დასრულდა. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანტიპოვმა გააკეთა.
"სამხედრო წვრთნის დროს თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბის, სამხედრო ნაწილებისა და სამხედრო კომისარიატის ჯარიკაცებმა დაამუშავეს მშვიდობიანი დროიდან სამხედრო დროზე გადასვლის ამოცანა", _ განაცხადა ანტიპოვმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამხედრო წვრთნა სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. შეიარაღებულ ძალებში 11 იანვარს დაიწყო.