გლდანის ა მიკრორაიონის 61-ე კორპუსში ჯერ ჯერობით დაუდგენელი პირების მიერ დარიგდა ბუკლეტები სადაც ეწერა, რომ აღნიშნული კორპუსი ავარიული იყო და მას ჩამონგრევის საფრთხე ემუქრებოდა.
გავრცელებულ ბუკლეტებში მითითებული იყო, რომ მას თბილსის მერია ავრცელებდა და მუნიციპალიტეტი მოსახლეობას ბინების დაცლისკენ მოუწოდებდა.
აღნიშნულ ფაქტს თბილისის მერია კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ინფორმაციან სინამდვილეს არ შეესაბამება.