2012 წელს სახელმწიფომ აქტიური ანტინარკოტიკული კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროექტი განხორციელდება. ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართულია საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, პროკურატურა, თბილისი და სხვა რეგიონალური თვითმმართველობები.
უახლოეს მომავალში საქართველოში ალტერნატიული სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. მისი მიზანი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაცია და რესოციალიზაციაა. ცენტრის დაპროექტებასა და გენერალური გეგმის შემუშავებაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური უკვე მუშაობს. სამშენებლო სამუშაოები ბიუჯეტში ნარკომომხმარებლების მიერ გადახდილი ჯარიმებით დაფინანსდება.
დღეს თბილისის მერი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და სხვადასხვა სახელმიფო უწყების წარმომადგენლები სტუდენტებსა და ნარკოდამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებს შეხვდნენ, სახელმწიფო ანტინარკოტიკული პროგრამის დეტალებს გააცნობენ და საზოგადოებასთან ერთად აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
სახელმწიფომ ანტინარკოტიკულ კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება. ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიურად ჩართულია საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, პროკურატურა, თბილისისა და სხვა რეგიონალური თვითმმართველობები.
თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით, თბილისის მერია სარეაბილიტაციო ცენტრის დაპროექტებაზე მუშაობს. საქართველოს პარლამენტში მუშავდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ნარკომომხმარებლების მიერ გადახდილი ჯარიმების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის მიმართვას ითვალისწინებს. თბილისის მერიის ინიციატივით მთელი წლის განმავლობაში ქალაქში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება, რათა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობაში მისი დანერგვა.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, გატარებული რეფორმების შედეგად, ნარკოდანაშაულის რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. გასულ წელს 2010 წელთან შედარებით 32% - ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული, 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი ნარკოდანაშაულის კლება 53, 1% აღწევს. ნარკომომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფების ანალიზიდან ირკვევა, რომ მცირდება ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა. გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიკას ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში.
მიუხედავად არსებული ვითარებისა, ნარკომანია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემადაც კი მიიჩნევს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული, როგორც სახელმწიფო ისე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები.
სახელმწიფო ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანია ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაცია, რათა მათ არ ჩაიდინონ სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაული და მოხდეს მათი ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება.