ბრიუსელში შიიტური მეჩეთი დაწვეს. ინციდენტს იმამი ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი მეჩეთში ნაჯახით და საწვავით სავსე ბოთლით შევიდა. ჯერ შუშები ჩაამსხვრია, შემდეგ კი შენობას ცეცხლი წაუკიდა. მეჩეთი მთლიანად დაიწვა.
წინასწარი ინფორმაციით, დივერსიული აქტი სალაფიტების ორგანიზაციის მოწყობილია. დაკავებულია ეჭვმიტანილიც. რამდენიმე საათია გრძელდება მისი დაკითხვა. ხანძრის ადგილზე ათობით ადამიანია შეკრებილი. ადგილობრივ მოსახლეობას ვითარების დაძაბვის და ექსტრემისტების გააქტიურების ეშინია.