უკრაინის კულტურის სამინისტრომ რუსული ფილმის "აგვისტო. რვა" ჩვენება აკრძალა.
ფილმი 2008 წლის აგვისოში რუსეთ-საქართველოს ომზეა გადაღებული.
ქვეყნის ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების აკრძალვის შესახებს "რია ნოვოსტის" კიევის ერთ-ერთ კინოთტრში განუცხადეს. ოფიციალური წერილი სამინისტროსგან ჯერ-ჯერობით კინოთეატრებში არ მიუღიათ.
უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ფილმის აკრძალვის მიზეზი შესაძლოა უკრანის კულტურის სამინისტროში სხვადასხვა ორგანიზაცების მიმართვა გახდა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფილმი ერთა შორის შუღლს აღვივებს. ფილმის რეჟისორია ჯანიფ ფაიზიევი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ფილმი აზრბაიჯანის კინოთეატრებშიც არ აჩვენეს.