დღეს, 12.00 საათზე თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ მეტრო სადგურ "თავისუფლების მოედანთან" ბრიფინგი გამართა, რომელზეც მეტროპოლიტენის შეზღუდული შასაძლებლობების მქონე პირთა სარგებლობისათვის ადაფტირებაზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ღონისძიებები რომელსაც ქალაქის ხელისუფლება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ახორციელებს, მაგალითად სპორტული შეჯიბრებები, მისასალმებელია თუმცა სრულიად არასაკმარისია იმისთვის რომ შეზღუდული შასაძლებლობების მქონე პირთა წინაშე არსებული პრობლემები დაიძლიოს.
"ქრისტიან-დემოკრატებისათვის შეზღუდული შასაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. იმისათვის რომ დაიძლიოს მათ წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც გარემოზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს, ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურის გამართვა და საქალაქო ტრანსპორტის, მათ შორის მეტროპოლიტენის იმგვარად ადაფტირება, რომ შეზღუდული შასაძლებლობების მქონე პირებმა მეტროთი თავისუფლად იმგზავრონ და ისარგებლონ", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ
ქრისტიან-დემოკრატების ინფორმაციით, პარტიამ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრსაც მიმართა და მოითხოვა მთავრობის ხელმღვანელთან შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო საბჭო, რომელიც შეზღუდული შასაძლებლობების მქონე პირთა მიმართ არსებულ სტანდარტების და ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.