დღეს, დიდმარხვის მეორე კვირიაკე, "სინათლის მქმნელთა მარხვათა" აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამასთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დღეს ტაძრებში წირვაზე სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი ერთ-ერთ სახლში განრღვეულს განკურნავს, რომელიც სახურავიდან ჩაუშვეს.
დიდმარხვის მესამე კვირიაკეს კი ჯვართამაღლება აღინიშნება. დიდმარხვა 15 აპრილს, მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.