"ვლადიმერ პუტინის გამარჯვებამ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბოლო წლის განმავლობაში მიმიდინარე ქვეყნის პოლიტიკური გამოღვიძება ნულს გაუტოლა", _ ეს განცხადება აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გააკეთა.
"მან რუსეთის მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენა. მრავალს უკვე ყელში ამოუვიდა ეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც ხანდახან ისე იქცევა თითქოს რესურსმომპოვებელი კონსორციუმი იყოს და არა ეროვნული მთავრობა", _ წერს კონდოლიზა რაისი "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ თავის სტატიაში და იქვე აღნიშნავს, რომ მიის აზრით, პრემიერის 4 მარტის ტრიუმფი შესაძლოა ბოლო გამარჯვება იყოს ვლადიმერ პუტინისა და "პუტინიზმისა".
აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის მომავალი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოიქცევა რუსეთის საშუალო ფენა.