ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ საგანგებო თათბირი ჩაატარა, რომელსაც, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, კოკოითის ე. წ. ადმინისტრაციის უფროსი არსენ გაგლოევი და მისი ე. წ. მთავრობის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
გაგლოევმა ედუარდ კოკოითს დატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიში ჩააბარა და აღნიშნა, რომ "მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად უკვე შემუშავებულია წინადადებები და იმედი მაქვს, რომ მთავრობის ფორმირება მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება", _ განაცხადა გაგლოევმა.
კოკოითიმ აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადაში მოგვარება მოითხოვა.
"მთავრობის თავმჯდომარე ჩემი დავალებით ამჟამად მივლინებაში იმყოფება, მაგრამ მთავრობის ფორმირების ვადები იწურება და ჩვენ ყველა სფეროს მიმართულებით ინტენსიური მუშაობა უნდა დავიწყოთ", _ განაცხადა კოკოითიმ.