ტელეკომპანია „თრიალეთის" ჟურნალისტმა ნინო ბერძენიშვილმა შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის პროკურატურას ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში მომხდარი ფაქტის გამო საჩივრით მიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ტელეკომპანიიდან აცნობეს, ნინო ბერძენიშვილი მოითხოვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იმ პირების მიმართ, რომლებმაც მას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.
„მოვითხოვთ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც სოფელ ქვიშხეთში გასულ კვირას მე და ჩემს ოპერატორს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეგვიშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ასევე ეცადნენ ჩვენთვის კამერის წართმევას. მოვითხოვ ფაქტის სამართლიან გამოძიებას და აღნიშნული პიროვნებების დასჯას"-აცხადებს ტელეკომპანია „თრიალეთის" ჟურნალისტი.
„თრიალეთის" გადამღები ჯგუფი სოფელ ქვიშხეთში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები, რა დროსაც მათთვის უცნობმა პირებმა რომლებმაც თავი ოჯახის ახლობლებად წარუდგინეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.