საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰაიტზე მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძის უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარსაც უცხადებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კუნძულ ჰაიტზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ქვეყნის დედაქალაქში ძლიერი ნგრევა და წინასწარი მონაცემებით ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.