ბოტულიზმის დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 13 წლის გოგონა მოათავსეს. პაციენტი ლაგოდეხიდან გადმოიყვანეს. მას ბოტულიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.
ექიმების თქმით, ბავშვი ოჯახის პირობებში დამზადებული პომიდვრის მწნილით მოიწამლა. 13 წლის გოგონას მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.