სარემონტო სამუშაოს გამო, 7 მარტს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III და V მიკრორაიონის ნაწილის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ჩუღურეთის რაიონის ნაწილსაც. შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, უზნაძის, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება საბურთალოს რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება საირმის გორის, ბურძგლას, საირმის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.