შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა ხაშურში მიმდინარე წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაო დაათვალიერა. პროექტი, რომლის ღირებულება 2 500 000 ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობა, წყალშემკებები და რეზერვუარები სანიტარული ზონით. დაგეგმილია წყალშემკრებების გალერეების გამდიდრება დებეტის გაზრდის მიზნით და ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
პროექტი სავარაუდოდ ერთ წელიწადში დასრულდება.
"ხაშურს 20 წლის განმავლობაში არსებული პრობლემა უგვარდება. ხაშურის მოსახლეობის დიდი ნაწილი სასმელ წყალს აგარიდან იღებდა შეფერხებით და არასტაბილურად. პროექტის დასრულების შემდეგ კი ხაშურის 40% უპრობლემოდ მომარაგდება სასმელი წყლით,"განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა.
გუბენრატორმა ხაშურში მიმდინარე გაზსადენი სისტემის მშენებლობაც მოინახულა. სამუშაოს კომპანია "სოკარ ჯორჯია" ახორციელებს, რომელსაც ვალდებულება აქვს აღებული ხაშურის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გაზსადენი მაგისტრალების მშენებლობაზე.