მოსკოვში ოპოზიციის ლიდერები დააკავეს. „მემარცხენე ფრონტის" კოორდინატორი სერგი უდალცოვი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში პუშკინის მოდანზე გამართული მიტინგის" სამართლიანი არჩევნებისთვის" დასრულებიის შემდეგ დააკავეს.
პოლიციის განმარტებით, ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის არიან დაკავებულნი.
მიტინგის დასრულების შემდეგ უდალცოვმა თავის მომხრეებს მოედანზე დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მოედანს მას შემდეგ დატოვებს, როცა პუტინი კრემლიდან გავა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვის მერიის მოპირდაპირე მხარეს სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.