ჯილდო - ათწლულის საუკეთესო საბავშვო წიგნი, დაწესებული გადაცემა BBC Blue Peter-ის მიერ, მოულოდნელად ამერიკელი მწერლის ჯეფ კინის წიგნს, "სუსტის დღიური", ერგო, რომელმაც ონლაინ ხმისმიცემით გაუსწრო ჯოან როულინგის ბესტსელერს "ჰარი პოტერი და ფენიქისი ორდენი".
წიგნების სერია "სუსტის დღიური" მოგვითხრობს სკოლის მოსწავლის გრეგ ჰეფლის თავგადასავალზე, რომელიც კომპიუტერული თამაშებითაა გატაცებული და მუდმივად უსიამოვნებებში ეხვევა. თავად კინი გამოტყდა, რომ განცვიფრებულია თავისი წიგნის გამარჯვებით და მადლობელია მისი წიგნის ყველა ბრიტანელი ფანის.
ონლაინ ხმისმიცემაში 15 000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოებაზე გამოიტანეს საბავშვო მწერლების ათი საუკეთესო ბესტსელერი, რომელთა შორის იყო ენტონ გოროვიცის, ჟაკლინ უილსონის, ფრანჩესკა საიმონის, ჯონ გრიშემის და ჩარლი ჰიგსონის წიგნები. ჯენიფერ კინის წიგნის ეკრანიზაცია, რომლის ბიუჯეტი მხოლოდ 5 მილიონი იყო, კინოგაქირავებაში 15 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა".