თბილისის მერი გიგი უგულავა კოლეჯ "პროფესიონალში" მიმდინარე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სასწავლო პროცესს გაეცნო, კერვის შესწავლის მსურველებს გაესაუბრა და მათი ნამუშევრები დაათვალიერა.
მოსახლეობის მხრიდან პროფესიული განათლებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ აღნიშნული სფეროს განვითარება და გაფართოება დააყენა დღის წესრიგში. 2012 წლიდან სახელმწიფო 1000-ლარიანი ვაუჩერით აფინანსებს პროფესიულ სასწავლებელში სწავლების ყველა იმ მსურველს, ვინც მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს გადალახავს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები კი პროფესიულ უნარ-ჩვევებს უფასოდ ეუფლებიან. აღნიშნული სიახლით უამრავ ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა სასურველ პროფესიას დაეუფლოს და შემდეგ დასაქმდეს.
შრომის ბაზარზე არსებული მოთხვნების გათვალისწინებით, თბილისის მერიამ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით დასაქმების მსურველთა ბაზაში დარეგისტრირებულ პირთა გადამზადება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე 340 ადამიანი სასურველ პროფესიას ეუფლება. ყველა ის კურსდამთავრებული, რომელიც წარმატებით დაამთავრებს სწავლებას, თბილისის მერიის დახმარებით კერძო სექტორში, შესაბამის სპციალობებზე დასაქმდება.
თბილისის მერია დასაქმების მსურველთათვის სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. დასაქმების მსურველთა ბაზა მერიაში წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს და ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, სახლთან ახლოს რაიონულ მუნიციპალიტეტში მივიდეს და ბაზაში მხოლოდ პირადობის მოწმობით დარეგისტრირდეს. თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო სექტორთან და დასაქმების ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს მუშაობის დაწყებაში ეხმარება. პროექტის ფარგლებში უკვე ასობით თბილისელი დასაქმდა.
ასევე თბილისის მერიის ინიციატივით 2010 წლიდან დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების: ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები ფუნქციონირებს, რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს საბაზისო ცოდნა მიიღოს და კონკურენტუნარიანი გახდეს.
შრომის ბაზარზე არსებული მოთხვნების გათვალისწინებით, თბილისის მერიამ 2012 წელს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით დასაქმების მსურველთა ბაზაში დარეგისტრირებულ პირთა გადამზადება დაიწყო.
პროექტის მიხედვით გადამზადების პროგრამაში მსურველები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სპეციალურ კურსს შემდეგ სპეციალობებში გადიან: სამკერვალო წარმოების სპეციალისტი (ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კერვა), მექანიკოსი, კონსტრუქტორი, ხარისხის სპეციალისტი.
სასწავლო კურსები სამთვიანია და როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ მეცადინეობებს მოიცავს. ყველა ის კურსდამთავრებული, რომელიც წარმატებით დაამთავრებს სწავლებას, თბილისის მერიის დახმარებით კერძო სექტორში, შესაბამის სპციალობებზე დასაქმდება.
2012 წელს თბილისი მერიის ინიციატივით, ტექსტილის გამოფენა გაიმართება, რომელშიც გადამზადების პროექტში მონაწილე კურდამთავრებულები მიიღებენ მონაწილეობას.
პროფესიული გადამზადების პროქტში ოთხი სასწავლო ცენტრი: "პროფესიონალი, "დემეტრე-96", "მერმისი" და "მარგი" მონაწილეობს.