შვედმა მეცნიერებმა, ლინკეპიდის უნივერსიტეტის ორტოპედიული ქირურგიის პროფესორის, პერ ასპენბერგის ხელმძღვანელობით, ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს კბილის იმპლანტატების შეხორცების სისწრაფე და ხარისხი.
არსებული მეთოდიკის თანახმად, ტიტანის ინპლანტატი, რომელიც ასრულებს ხელოვნური კბილის ფესვის როლს, ყბის ძვალში ქირურგიული გზით იდგმება. შემდგომი ეტაპია ლითონის ღეროს შეხორცება, რომელსაც შესაძლოა ნახევარი წელი დასჭირდეს.
სანამ იმპლანტატის მიმდებარე ყბის ძვლის ქსოვილი არ შეხორცდება და არ გამაგრდება, არ შეიძლება მომდევნო ეტაპზე გადასვლა. ნაშრომის ავტორებმა პაციენტებს შესთავაზეს, დადგმამდე დაამუშაონ იმპლანტატის ზედაპირი მათ მიერ სპეციალურად შემუშავებული ნანომეტრული სისქის ცილოვანი საფარით, რომლის შემადგენლობაში შედის ბისფოსფონატის ჯგუფის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ჩვეულებრივად გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ.
კვლევების ავტორებმა ეს მეთოდი უკვე გამოცადეს ცხოველებზე და შედეგებმა აჩვენა, რომ ასეთი დაფარვის გამოყენების შედეგად იმპლანტატის მიმდებარე ძვლის ქსოვილის გამკვრივებისა და გამაგრების სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ახალი მეთოდის გამოყენებამ ადამიანებზედაც დადებითი ეფექტი აჩვენა. 16 პაციენტს გაუკეთდა ორი იმპლანტატი - ერთი დაფარვის გარეშე, ხოლო მეორე დამუშავებული ბისფოსფონატის შემადგენლობით. ამასთან, არც ექიმმა და არც პაციენტმა, არც ერთ შემთხვევაში არ იცოდა, რომელი იმპლანტატი იყო დამუშავებული და რომელი არა. უკვე ორი თვის შემდეგ რენდგენმა აჩვენა, რომ ძვლოვანი ქსოვილის ირგვლივ დამუშავებული ღერძი ხორცდება გაცილებით უკეთ, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ დაფიქსირდა, რომ 15 პაციენტში ბისოფოსფონატის საფარი იმპლანტანტების შეხორცების პროცესი, დაუმუშავებლისგან განსხვავებით, ყოველგვარი გართულებების გარეშე მთლიანად დასრულდა.
კვლევების ავტორები აპირებენ, საკუთარი მეთოდი გამოსაყენებლად შესთავაზონ ნებისმიერი ტიპის ძვლოვანი იმპლანტანტის დაყენების დროს.