საპარლამენტო უმრვლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინის დიქტატურა რუსეთში 12 წელი ვეღარ გაგრძელდება.
როგორც დარჩიაშვილმა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის გამარჯვების შეფასებისას აღნიშნა, არჩევნები იყო უსამართლო და პროცენტს როგორც უნდოდათ ისეთს დაწერდნენ.
„დაწერეს ისეთი პროცენტი, რომ აჩვენონ თითქოს პუტინი არის პოპულარული სხვებზე მეტად და მისი ძალაუფლება მტკიც ეიქნება. ამის არავის სჯერა და მთვარია, რომ ამისი თავად რუსულ საზოგადოებას არ სჯერა. ეს კი ადრე თუ გვიან აუცილებლად შედეგს გამოიღებს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, ძნელია წინასწარ განსაზღვრა საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებს რუსეთში საპროტესტო ტალღა რა ინტენსიობით მოჰყვება და როდის რა შედეგს მოიტანს.
„დარწმუნებული ვარ პროცესები არ გაჩერდება. 12 წელი პუტინის დიქტატურა არ იქნება რუსეთში, მაგრამ როდის რა ფორმით დამთავრდება, ამის თქმა ცოტა ძნელია", - მიაჩნია დარჩიაშვილს და აქვე დასძენეს, რომ თუ რუსული ელიტა ჭკუას ისწვალის და ახლა პრეზიდენტს რამენაირად შეღუდავს, არ არის გამორიცხული მშვიდობიანად დაიწყოს ხელისუფლების ტრნასპორმიერება და დემოკრატიზაცია.
„თუ არადა ეს მოხდება კრიზისულად, ქუჩის გზით", - მიაჩნია დავით დარჩიაშვილს.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში 63.81%-ით იმარჯვებს. ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99.07%. გენადი ზიუგანოვმა ხმების - 17,19%, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ - 6,23 %, მიხეილ პროხოროვმა - 7,78%, ხოლო სერგეი მირონოვმა 3,84% მიიღო.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა.