6-7 მარტს საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან. შეხვედრა გაიმართება საქართველოს დელეგაციასა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარეს შორის.
აზერბაიჯანში იგეგმება პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაც. როგორც კალანდაძემ განაცხადა, ეს სავარაუდოდ აზერბაიჯანის პარლამენტში მოხდება. კალანდაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება რამდენიმე ხელშეკრულებაც.