ერაყის ქალაქ ხადიტაში პოლიციის საგუშაგოს დაცხრილვის შედეგად 26 პოლიციელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. 
მათივე ინფორმაციით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ადგილობრივი პოლიციის ორი ხელმძღვანელი გაიტაცეს. 
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელთაგან რამდენიმე სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული.