საქართველოში უამინდობა 12 მარტამდე გაგრძელდება. დღეს ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში ქარია მოსალოდნელი.
კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. დროგამოშვებით ქარი მოიმატებს საქართველოს ზოგიერთ რაიონში. აღმოსავლეთ საქართველოში კი ღამით ყინვაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსები დედაქალაქშიც თოვლსა და ქარს ვარაუდობენ.
საქართველოს რეგიონებში თოვს. ქუთაისში ნალექის საფარმა 15 სანტიმეტრს მიაღწია.