რუსეთის ფედერაციის ცესკოს თავმჯდომარემ ვლადიმერ ჩუროვმა წინასწარ მონაცემებზე დაყრნობით ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად არჩევნების პირველივე ტურში გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. 
მათივე ინფორმაციით, ბიულეტენების 99,3 % -ის დამუშავების შემდეგ მონაცემები შემდეგნაირია:  ვლადიმერ პუტინი 63,75 %, გენადი ზიუგანოვი 17,19%, მიხაილ პროხოროვი 7,82%, ვლადიმერ ჟირინოვსკი 6,23%, სერგეი მირონოვი 3,85 %. 
"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად, წინასწარი მონაცემებით ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინია არჩეული", _ განაცხადა ჩუროვმა პრესკონფერენციაზე.