ვლადიმერ პუტინი აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში უკან დახევას გამორიცხავს , - "რია ნოვოსტის" ცნობით ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს
არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების დროს განუცხადა.
კითხვაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, შესაძლებელია თუ არა, შეიცვალოს რუსეთის ურთიერთობა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან, პუტინმა უპასუხა: "ეს გამორიცხულია. ჩვენ უკან არ დავიხევთ", - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში 63.81%-ით იმარჯვებს. ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99.07%. გენადი ზიუგანოვმა ხმების - 17,19%, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ - 6,23 %, მიხეილ პროხოროვმა - 7,78%, ხოლო სერგეი მირონოვმა 3,84% მიიღო.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა.