3 მარტს, 13:00 საათზე, დედის დღის აღნიშვნას "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა ირინა ენუქიძის საფლავზე მისვლითა და ყვავილების მიტანით აპირებს.
მათი აზრით, ირინა ენუქიძის გმირობა, რომელმაც უკან არ დაიხია სამართლიანობისათვის ბრძოლაში და შვილის მკვლელების წინააღმდეგ, მაგალითი უნდა გახდეს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც შიშის გამო უარს ამბობს, შეეწინააღმდეგოს ძალადობას და მიაღწიოს სამართალს.