3-4 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღეები გაიმართება. თსუ-ში არსებული პროგრამების შესახებ პრეზენტაციას აბიტურიენტებს ფაკულტეტების დეკანები წარუდგენენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.
ღია კარის დღეები თსუ-ში შემდეგი გრაფიკით გაიმართება:
3 მარტი
11.00 სთ - ტურიზმის საერთაშორისო სკოლა;
12.00 სთ - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
14.00 სთ - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
16.00 სთ - მედიცინის ფაკულტეტი.
4 მარტი
12.00 სთ - იურიდიული ფაკულტეტი;
14.00 სთ - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
16.00 სთ - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
2012-1013 სასწავლო წელს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამებზე 4550 სტუდენტს მიიღებს. თსუ-ის 6 ფაკულტეტზე 200-მდე საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს.